შემოიარე მსოფლიო სამ წუთში

საფრანგეთი, ამერიკა და ინდოეთი – ლუვრი, ემფაია სთეით ბილდინგი და თაჯ-მაჰალი

მოგზაურობას დრო და ფინანსები სჭირდება, ყველა ფაქტორის გათვალისწინება და იდეალური შვებულების დაგეგმვა გამოცდილებას მოითხოვს. მსოფლიოში უამრავი ლამაზი ადგილი,  ცნობილი მუზეუმი, განსხვავებული  შენობა და არიტექტურის უკვდავი ძეგლია შექმნილი, რომელიც ადამიანს ჯერ კიდევ არ უნახავს. გემოვნებაზე არ დაობენო, ხოდა მეც ჩემთვის ყველაზე გამორჩეულ 3 გენიალურ არქიტექტურულ შემოქმედებას გაგიმხელთ, რომლებიც  დახვეწილი, ძველი, მაგრამ უკვდავი ძეგლებია.

სიტყვა უკვდავი ვახსენე ხოდა საფრანგეთში ვიმოგაზაუროთ, შანზელიზეს ჩავუყვეთ და გეზი ლუვრისკენ ავიღოთ.

Clear Glass Museum during Golden Hour

2018 წელს ლუვრი 10.2 მილიონ ადამიანს დაუთვალიერებია. დიდი შუშის სამკუთხედი, პატარა შადრევანი და მდიდრული სასახლე ფრანგული დახვეწილი არქიტექტურის საოცარი ნაზავია. ერთ ხედად იშლება ჰარმონია, გემოვნება, სითამამე და უკვდავობის განცდა.

People Around Louvre Museum

პიერ ლესკოტმა, ლუის ლე ვაუმ და კლოდ პერაულტმა შექმნეს სასახლე, ბაღი და თითქმის მთელი მშვენიერება. ლეო მინგ პეიმ კი შუშისა და რკინის დიდი სამკუთხედით დაასრულა და ერთ სრულყოფილებად აქცია პარიზის პარფიუმით გაჟღენთილი ქუჩები.

ერთი ბედნერებაა ნახო ლუვრი დღისით, ხოლო მეორე ბედნიერებაა გაბრწყინებულსა და განათებულს უყურო საღამოს, სადაც მეტად მკაფიოდ იგრძნობა წლების ნაგროვები არქიტექტურის, დიზაინისა და კულტურის ბუმი.

მოვწყდეთ პარიზს, ოკეანე გადავცუროთ და ამერიკაც დავათვალიეროთ

Empire State Building, New York

ნიუ-იორკს ისე როგორ უნდა ჩავუაროთ, ემფაია სთეით ბილდინგზე 102 სართულიდან რომ არ გადმოვხედოთ ქალაქს. ერთი შეხედვით დიდი ცათამბრჯენია, თუმცა ეს სიდიადე შენობის დახვეწილი ფორმა და დიზაინი არქიტექტურის ერთ-ერთი ულამაზესი შედევრია.

Vehicles on Road Between High-rise Buildings

იცოდით? რომ 103 სართულიც არსებობს, თუმცა მხოლოდ განსაკუთრებული სტუმრებისთვის არის გამოყოფილი. 103-ე სართულზე ერთი პატარა ოთახია და იქიდან უკეთესი ხედი იშლება.

ემფაია სთეით ბილდინგის აშენებაში წვლილი მიუძღვის ვილიამ ლამბს, არტურ ჰარმონს, გრეგორი ჯონსონს და იასუო მაცუოს. მათ ეს შენობა საინტერესო და განსხვავებული სტილით დააპროექტეს ფართო გვერდები, წვრილი და წაწვეტებული სახურავი თითქოს ბანალურ ცათამბრჯენს გვაგონებს, სინამდვილეში კი ყველასგან გმორჩეული და განსხვავებულია.

ამერიკიდან ინდოეთისკენ წავიდეთ და მესამე საოცარი არქიტექტურის შედევრი დავათვალიეროთ.

Taj Mahal, India

თაჯ-მაჰალი იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს და უნდა ითქვას, რომ მონღოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. ერთი შეხედვით იკვეთება ინდური, თურქული და სპარსული არქიტექტურის სტილი. ჯერონომო ერონიომ ჯერ კიდე წლების წინ შექმნა ნაგებობა, რომელც კიდევ საუკუნეების განმავლობაშიც არ დაკარგავ სილამაზესა და უნიკალურობას.

Taj Mahal, India

თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, ინდური სტილის მომრგვალებული სახურავები, გარშემო სამლოცველოები და ულამაზესი ბაღი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მზის ჩასვლისას თუ თაჯ-მაჰალის პირას აუზთან დაჯდებით დაინახავთ როგორ იხატება წყალში იგივე სილამაზე და როგორ მკვეთრი ფერებით აფერადებს თაჯ-მაჰალს მზე ჩამავალი სხივებით.

White Concrete Mosque

დამეთანხმებით ყველაფერში შეიძლება სილამაზე დაინახოს ადამიანმა ერთი უბრალო შენობა ვიღაცისთვის არქიტექტურის შედევრია. მაგრამ არსებობს ნაგებობები, რომლებიც თაობებსა და ხალხში უკვდავი და უცვლელია თავისი სილაამაზით, გამორჩეულობით და იმ არქიტექტურული და ვიზუალური დეტალებით, რომლებსაც წლების წინ ადამიანები ქმნიდნენ. შვებულება მოკლეა, ხოდა არ დავკარგოთ დრო და 3 წუთში დავათვალიეროთ მთელი მსოფლიო.


Follow My Blog

Get new content delivered directly to your inbox.

Design a site like this with WordPress.com
Get started